„მინდა, ერთგულება, სიკეთე და სიყვარული ჩავუნერგო“- ბებნისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო
20-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. მოსწავლეებს პედაგოგმა სოფიო ნონიკაშვილმა ორიგინალური მისალოცი ბარათები დაახვედრა და ცოდნის სამყაროში წარუძღვა. მასწავლებლის მიერ გადაცემულმა ბარათებმა პირველკლასელებს სადღესასწაულო განწყობა აუმაღლა და სწავლის მოტივაცია გაუძლიერა.
აღსანიშნავია ასევე რომ პატარა მოსწავლეებს პირველმა პედაგოგმა, სოფიო ნონიკაშვილმა ემოციურად მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებული წელი. განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს პირველკლასელებს, იმ პატარა ანგელოზებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარები. მათთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვუსურვებ მოთმინებას და ძალას, რადგან ხანგრძლივი სასკოლო გზის გავლა მოუწევთ.
სკოლის წლები საოცარი დროა, რომელიც სამუდამოდ რჩება თითოეული ჩვენთაგანის მეხსიერებაში. ეს დღე ჩემთვისაც განსაკუთრებულია, ვღელავ პირველკლასელივით, რადგან მეც პირველად შევაბიჯე ამ თბილ გარემოში.
მინდა ერთგულება, სიკეთე და სიყვარული ჩავუნერგო. თითოეული მათგანის მიზნები ოცნებებად იქცეს, რადგან ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალია, მათი განათლება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის!“, - ვკითხულობთ პედაგოგის, სოფიო ნონიკაშვილის მიმართვაში.