სიახლეები
სკოლები

„ახალი სიმაღლეების დაპყრობის წელი უნდა იყოს!“- დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ზარ-ზეიმით განახლდა
20-09-2022
-
+


15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, გამონაკლისი არც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის ​საჯარო სკოლა ყოფილა. 

დიდი სმადის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექციამ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა მოსწავლეები. 

სკოლის პედაგოგებმა განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა განწყობაზე და მათ საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები და გარემო დაახვედრეს. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექცია ვულოცავთ ყველას, დიდსა და პატარას. სრულიად საქართველოს ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ!

სკოლა განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს პირველკლასელებს პირველ ნაბიჯებს და უსურვებს მათი პატარა ნაფეხურები ბუმბერაზ ნაკვალევად დაჩნეოდეს!

ასევე, სკოლის დირექცია ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს ახალ საგანმანათლებლო საფეხურზე გადასვლას, უსურვებს ღირსეულ მოქალაქეობას, პროფესიულ წინსვლასა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას!

ახალი სასწავლო წელი ახალი სიახლეების, ახალი ცოდნის, ახალი ურთიერთობების, აზრების, იდეებისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის წელი უნდა იყოს!

დიახ! დღეს სკოლა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლამ თავი უნდა დაიმკვიდროს საგანმანათლებლო სივრცეში, გაიაროს ავტორიზაცია! ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, თავდაუზოგავ შრომას.

თითოეულ ჩვენგანს გააზრებული გვაქვს ჩვენი როლი სკოლის განვითარების პროცესში. უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ სკოლის უწყვეტი განვითარება და გაუმჯობესება.

გვინდა უკეთესი სკოლა? გვინდა უკეთესი მომავალი? სწორედ ჩვენ, ჩვენიდან უნდა დავიწყოთ ცვლილებები, გადავდგათ ახალი, თამამი ნაბიჯები. ნაბიჯები საქმის ერთგულების სიყვარულით გაჟღენთილი:

„რუსთველი ახალი

თუ გინდა დავით,

ვეფხისა ახალი

თუ გინდა ტყავი, –

ჯერ უნდა შენ თვითნ

იშიშვლო ხმალი,

ჯერ უნდა შენ თვითონ

გასწირო თავი, –

ბატონო დავით!“

/მ.მაჭავარიანი/“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ დიდი სმადის ​საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება