„დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალი სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება“-სიღნაღის საჯარო სკოლაში სწავლა ღონისძიებით დაიწყო
20-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
სასკოლო საზოგადოება პანდემიური რეჟიმისა და ჰიბრიდული სწავლების შემდგომ საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, რაც თითოეული მათგანისთვის მეტად სასიხარულო. პირველი დღის სიხარული განსაკუთრებით აამაღლა საზეიმო ღონისძიებამ, სადაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს.
მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს.
„ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს ოცნებით სავსე სახეებით შემოაბიჯეს სიღნაღის სკოლაში.
დარწმუნებული ვართ, რომ ახალი სასწავლო წელი იქნება სიახლეებით, საინტერესო, მრავალფეროვანი გამოწვევებით მდიდარი, მოსწავლეების პიროვნული განვითარებისა და ცოდნის შესაძენად ნაყოფიერი“, - ვკითხულობთ დირექციის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.