სიახლეები
სიახლეები

კომპლექსური დავალების დიფერენცირება და ინტეგრირება - განმარტება ესგ-დან
20-09-2022
-
+


სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტუალური გახდა კომპლექსური დავალების დეტალები Etaloni.ge რამდენიმე განმარტებას გთავაზობთ საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმიდან.

კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებით მარტივად უნდა მოხდეს საშუალო საფეხურისთვის ისეთი მიდგომების პრაქტიკული რეალიზება, როგორებიცაა:

დიფერენცირება - კომპლექსური დავალება მასწავლებელს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად მიუდგეს მოსწავლეს. მთელი კლასი შესაძლოა ერთსა და იმავე საგნობრივ საკითხზე მუშაობდეს, მაგრამ ასრულებდეს სხვადასხვა კომპლექსურ დავალებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

ინტეგრირება - კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნების ინტეგრირებული სწავლების შესაძლებლობასაც იძლევა. კერძოდ, შესაძლებელია კომპლექსური დავალებისთვის შერჩეულ იქნას სხვადასხვა საგნის სამიზნე ცნებები. ეს, უპირველეს ყოვლისა,  მომიჯნავე საგნებს ეხება (მაგალითად, STEM საგნებს), თუმცა, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის დისციპლინებთან მიმართებითაც შეიძლება იქნას გამოყენებული.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ინტეგრირება ასევე შესაძლებელია მოხდეს სამიზნე ცნებების და საკითხების დონეზე. სწორედ ეს მიდგომაა გამოყენებული საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სავალდებულო ინტეგრირებულ კურსებში.

ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება - კომპლექსური დავალებები და მათთან დაკავშირებული საკლასო ოთახის მენეჯმენტი მასწავლებლებს უბიძგებს ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებისკენაც. მათი მეშვეობით იკვეთება საჭიროებები, რომლებიც მასწავლებელს უტყუარად აჩვენებს ციფრული პლატფორმებისა და რესურსების დიდ მნიშვნელობას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მეცრეკლასელებთან ჩატარდა ღია გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასა და ბიოგრაფიის შესახებ 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება