მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს, ქვეყანაში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, გამონაკლისი არც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა ყოფილა.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დაიწყეს.
სკოლის დირექცია პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა