მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს, თბილისის N207 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო მიღება მოუწყო და სწავლის დაწყების პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
პირველკლასელთა განწყობაზე ჟირაფმა ჟოზემ იზრუნა. ის სკოლაში მოულოდნელად მივიდა, ყველაზე პატარებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და მისი ხილვით გაბედნიერებულ ბავშვებს წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და მათ სადღესასწაულოდ მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს.
სკოლაში მისულ მოსწავლეებს ტრადიციულად, მოწესრიგებული და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო დახვდათ. სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს