მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს.
სკოლაში, დირექტორ ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს.
საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობაზე და მათ სადღესასწაულოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს.
მოსწავლეებს სკოლაში, ტრადიციულად, მოწესრიგებული და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო დახვდათ. სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
სკოლის დირექცია, ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ზემო წინსვლის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2022/2023 სასწავლო წლის დაწყებას!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს