მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა ფუქნციები აქვს პედაგოგიურ საბჭოს, რამდენი წლით ხდება საბჭოს თავმჯდომარის არჩევა - ყველაფერი რაც საბჭოს შესახებ უნდა იცოდეთ.
1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
4. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.
6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სამხატვრო საბჭომ. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც აირჩევა/ინიშნება წესდებით გათვალისწინებული წესით.
პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ა1 ) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ბ1) ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები
ღონისძიების ორგანიზატორი მადლობას უხდის მოსწავლეებსა, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს აქტიურობისა და მხარდაჭერითვის
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ