სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ნამდვილი ქართული პროექტია“- I ეტაპი დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის სკოლების მოსწავლეთათვის ჩატარდა
22-09-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში განახლდა. 

21 სექტემბერს კონკურსის პირველი ეტაპი დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში აღნიშნული მუნიციპალიტეტების სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ.

გრიშა გიგაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ წლებია აქტიურად ვართ ჩართულები. მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობენ, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ თითოეული მოსწავლე პროექტში უნდა ჩაერთოს, რადგან პროექტი მათ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. პირველმა ეტაპმა ჩვენს სკოლაში ორგანიზებულად ჩაიარა.

ტარიელ სირბილაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა „ეტალონში“ დაარსების დღიდან ჩართულია. სამხუხაროდ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, თუმცა ჩემი მოსწავლეები ყოველთვის მაქსიმალურად ერთვებიან. როგორც ვიცი, კარგად იმუშავეს. ვფიქრობ „ეტალონის“ მეშვეობით ბავშვები ზოგად განათლებას იმაღლებენ და ასევე, ის მომწონს, რომ ყველა საგნის საკითხებია ტესტებში მოცემული. ვფიქრობ, „ეტალონი“ მოსწავლის ზოგადი განათლებისთვის ძალიან კარგი პროექტია. პირველმა ეტაპმაორგანიზებულად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს.

ნაილი მესხი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ დაახლოებით ოთხი წელია, რაც ვთანამშრომლობთ. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ „ეტალონით“, რადგან მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გაზიარება. ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ცოდნა გამოავლინონ. „ეტალონი“ სკოლების მხარდამჭერია, ამიტომ მომწონს ეს პროექტი და სიხარულით ვთანამშრომლობთ. 



სვეტლანა ბოჩიკაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით კმაყოფილები არიან. პროექტში ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ვმონაწილეობთ, რადგან მასში მონაწილეობით ბავშვების განათლების დონე მაღლდება, ასევე ის მომწონს, რომ წიგნიერებას ექცევა ყურადღება. ბავშვებმა ბევრი უნდა იკითხონ, რომ კარგი შედეგები მიიღონ. ვფიქრობ, „ეტალონში“ ყველა უნდა მონაწილეობდეს. პირველმა ეტაპმაშესანიშნავად ჩაიარა და მოსწავლეების დიდი აქტიურობა იყო.

თენგიზ გობაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

მეც და ჩემი ბავშვებიც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით ძალიან კმაყოფილები ვართ. გადმომცეს, რომ ძალიან კარგი და საინტერესო იყო მათთვის. ისიც მოეწონათ, რომ კონკურსი დისტანციურად მიმდინარეობდა. ვფიქრობ „ეტალონი“ არაფორმალური განათლების მხრივ უმნიშვნელოვანესი პროექტია. შესაბამისად, ბავშვები რაც უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მით უკეთესი იქნება. ეს ჩემპიონატი ბავშვებისთვის თავისუფალ გარემოს ქმნის. მისი საშუალებით ამტკიცებენ კონკრეტულ საკითხში ცოდნას, იღებენ გამოცდილებას და ასევე, ცოდნის გადახალისებას ახდენენ. უფრო მოტივირებულები ხდებიან, რომ შემდეგში მეტი გააკეთონ. საგანმანათლებლო სივრცეში, რაც უფრო ხშირად იქნება „ეტალონი“ მით უკეთესი იქნება. 

მაია ხუნაშვილი, დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან გახარებული ვარ, რადგან II ეტაპზე ჩემი 10 მოსწავლე გადავიდა. ბავშვებმა კარგი შედეგები აჩვენეს. პროექტში უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვმონაწილეობთ. მე თავადაც, დირექტორებს შორის „ეტალონის“ კონკურსის გამარჯვებული ვარ. სკოლაში სპეციალურად ღია სივრცეში გვაქვს დაფა, სადაც მოსწავლეების „ეტალონში“ და izrune.ge-ში მიღებული სიგელები გვაქვს გამოკრული. ეს ბავშვებს დიდ სტიმულს აძლევს. ვფიქრობ, პროექტი, მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან იღებენ ბევრ ინფორმაციას და ხალისს სძენს სასწავლო პროცესს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მე მათ მაღალ შედეგებზე მეტად მოსწავლეების პროექტში აქტიურად მონაწილეობა მახარებს. აი, როდესაც გამოდიან მოსწავლეები და თითოეულ საკითხზე მსჯელობენ, უკეთ ამახსოვრდებათ. პროექტში იმდენად საინტერესო საკითხებია შერჩეული, რომ ბავშვებს ჩვენც დიდი გულისყურით ვუსმენთ და პირადად მეც მაინტერესებს. 

ნინო მეხრიშვილი, დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ და საკმაოდ კარგი შედეგებიც მიიღეს. ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და საკუთარ ქულებს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მე-9 კლასის მოსწავლე კი, ლუკა პაპუაშვილი II ეტაპზე წარმატებით გადავიდა. ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. ვფიქრობ, მოსწავლეების ჩართულობა მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანია. მოსწავლეების ზოგადი განათლებისთვის და ცოდნის მისაღებად ეს საუკეთესო საშუალებაა.

ნელი ტერტერაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან მოსწონთ. მისი საშუალებით ხედავენ რა იციან, რა არა და შემდეგ ცოდნის გასაუმჯობესებლად აქტიურად მუშაობენ. მოსწავლეები საკუთარი შედეგებით კმაყოფილები იყვნენ რაც ძალიან მახარებს. ვთვლი, რომ „ეტალონი“ ნამდვილი ქართული პროექტია, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. ბავშვებს ამავე დროს საჭიროებებს ანახებს, რაც მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ეს ეხმარებათ, შემდგომში მეტი იმუშაონ. თავად მე პარარერულად მასწავლებელი გახლავართ და ხშირად გაკვეთილზე მათთვის მითქვამს - „ბავშვებო, ასეთი შეკითხვები „ეტალონშია“ ეს კი ბავშვებს მოტივაციას უმაღლებს. 

ეკატერინე პატარკაცაშვილი, ახმეტის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში მინდა, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მადლობა ვუთხრა, რადგან იგი ბავშვებს მოტივაციას აძლევს. მისი მეშვეობით ბავშვები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდნენ, რაც მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ ბავშვებს ფართო ასპარეზს აძლევს, რათა საკუთარი ცოდნა გამოავლინონ და სხვადასხვა კუთხით განვითარდნენ. ვფიქრობ, აუცილებელია „ეტალონი“ უფრო ხშირად ტარდებოდეს. 

თინა ჯიხოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ უკვე დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს. რამდენიმე წლის წინ პროექტის ფინალისტიც კი გვყავდა. პირადად მე ახლა ისიც მომწონს, რომ მოსწავლეებს საშუალება აქვთ ჩემპიონატში დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან ჩაერთონ. პროექტში მონაწილეობას ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგად განათლებაში საკუთარ ცოდნას ამჟღავნებენ. ისიც მომწონს, რომ ტესტებში სასწავლო პროგრამაც არის შეყვანილი, რაც მოსწავლეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ასევე, ბავშვები დიდ გამოცდილებას იძენენ.


იხილეთ ფოტოები:

ასევე იხილეთ:


„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - დედოფლისწყარო, ახმეტა, ადიგენი, ბაღდათი

დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება