მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.
„კიდევ ერთი სასწავლო წელი შემოფრთხიალდა ჩვენს დიდ ოჯახში - ხონის N2 საჯარო სკოლაში...მოგესალმებით ყველა თანამშრომელს, ყველა მოსწავლეს, ყველა მშობელს უამრავი კეთილი სურვილით!!! ყოველთვის, ყოველ წუთს ვგრძნობ თქვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას, ამისთვის დიდი მადლობა! მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის! ჩვენ ვისწავლეთ ერთად წინააღმდეგობის დაძლევა, მიტევება, ერთმანეთის ტკივილისა თუ სიხარულის გათავისება, მოყვასის სიყვარული...ჩვენ სიყვარულით ვამარცხებთ ადამიანურ სისუსტეებს, ამიტომაც ვართ ძლიერები, ერთმანეთისთვის სარკეს წარმოვადგენთ და არ გვეთაკილება შეცდომების აღიარება...ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2022-2023 სასწავლო წელი! სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“,- წერს სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიების მიზანი იყო წიგნისადმი ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და კითხვის პოპულარიზაცია
კურთხევა აღასრულეს: გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, გიმნაზიის მოსწავლეთა მოძღვარმა მშობლებმა