მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის სტატუსიან პედაგოგებს სრულ დატვირთვამდე.
„საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
რაც იმას ნიშნავს, რომ მოწვეულ, მაძიებელ და უსტატუსო მასწავლებლებს საათები იმ შემთხვევაში ერგებათ თუ სტატუსიანი პედაგოგებისთვის გადანაწილების შემდგომ დარჩება თავისუფალი საათები.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა განსაზღვრულია:
ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1350 ლარით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა