მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრებიც მოსწავლეთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში დიდი მონდომებით არიან ჩართულნი. სწორედ ამის დასტურია, კლუბის მიერ დაგეგმილი მორიგი საინტერესო აქტივობა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სოფიო დავითაშვილის დახმარებით, კლუბის წევრებმა „დემოკრატიული დღეების კვირეული“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, რომლებიც დაარიგეს სასკოლო თემში და სოფლის მოსახლეობაში, შექმნეს კედლის გაზეთები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა.
კვირეულის მიზანი იყო დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლება სკოლასა და თემში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ