მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლაში პირველკლასელთა მისაღებად გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. დილისკის N2 საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ