მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სადღესასწაულო მიღება მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
ცოდნის ტაძარში განსაკუთრებით, გულთბილი დახვედრა მოუწყეს პირველკლასელებს და პატარებს სწავლის პირველი დღე დაუვიწყარ მოგონებად უქციეს.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ქიძინიძეების საჯარო სკოლა ულოცავს ყველა მოსწავლეს და პედაგოგს სასწავლო წლის დაწყებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. ქიძინიძეების საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ