სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„ეროვნული საქმეა „პირველკლასელთა აკადემიის“ შექმნა“ - სახელმძღვანელო ხონში 283 ბავშვს გადაეცა
23-09-2022
-
+


ხონის კულტურის ცენტრში პირველკლასელთათვის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა, სადაც „ეტალონის“ ავტორის და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, გოჩა ტყეშელაშვილის მიერ შედგენილი წიგნები „პირველკლასელთა აკადემია" ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა. პატარებისთვის წიგნების საჩუქრად გადაცემაზე აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ იზრუნა, ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ კი პირველკლასელებს დღე ანიმაციური გმირებით კიდევ უფრო გაუხალისა. 

„პირველკლასელთა აკადემია“ გახლავთ უნიკალური წიგნი-რვეული, რომელიც ბავშვებს ეხმარებათ, ოჯახთან ერთად მომზადებულები და მოტივირებულები შეხვდნენ სასკოლო ცხოვრებას და ამაყად შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმძღვანელო თითოეულ პირველკლასელს ჰქონდეს და ამას ბოლომდე აცნობიერებენ ის ადამიანები, ვისთვისაც მომავალი თაობების განათლება პრიორიტეტია.

ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა პირველკლასელებმა სახელმძღვანელო დიდი სიხარულით მიიღეს, ღონისძიებას 280 ბავშვი ესწრებოდა, რომელთათვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ, გოჩა ბაკურაძესა და „ეტალონის“ პროექტების ავტორთან - გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ნამდვილი დღე-სასწაული მოაწყო; მოგვიანებით კი etaloni.ge-ს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

„პირველკლასელთა აკადემია“ შესანიშნავი წიგნია და მისი შექმნა უდავოდ, ეროვნული საქმე იყო, - ასე შეაფასა სახელმძღვანელო აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ და დასძინა, რომ განათლება თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს:

„ეროვნული საქმეა „პირველკლასელთა აკადემიის“ შექმნა... უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სახელმძღვანელო წლებია არავის შეუდგენია და მოხარული ვარ, საშუალება რომ მომეცა, ადგილობრივი პატარებისთვის საჩუქრად გადაგვეცა. ვფიქრობ, „პირველკლასელთა აკადემია“ თითოეული პატარისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

მადლობა უფალს, რომ გვაძლევს საშუალებასა და სურვილს, ვაკეთოთ სიკეთე... თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიზრუნოთ, რომ ახალგაზრდები იყვნენ განათლებულები - სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.

უნდა ვიზრუნოთ მომავალი თაობების სწორად აღზრდაზე და მხოლოდ ჩემი ოჯახის მაგალითით რომ ვიმსჯელო, ვიცით სწავლისა და განათლების ფასი. ჩვენი განათლების სიტემა ნამდვილად კარგია, შესაძლოა მოდერნიზება სჭირდება, თუმცა ფაქტია, ჩვენი ახალგაზრდები საუკეთესოები არიან ადგილობრივ თუ უცხოურ სასწავლებლებში; „ეტალონი“ კი წლებია დგას ამ დიდი საქმის სადარაჯოზე, რაშიც უდიდესი შრომა დევს, როგორც პროექტის ავტორის - გოჩა ტყეშელაშვილის, ისე გუნდის თითოეული წევრის. ესაა ეროვნული პროექტი და მადლობა, ამ ეროვნულ საქმეს რომ ემსახურებით“.

ხონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ქობალიამ კი აღნიშნა, რომ ადგილობრივმა 280-მა პირველკლასელმა, „პირველკლასელთა აკადემიის“ სახით, უდიდესი საჩუქარი მიიღო:

„მოხარული ვარ, რომ ადგილობრივმა 280-მა პირველკლასელმა მიიღო საოცარი საჩუქარი - „პირველკალსელთა აკადემია“. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ყველა საზეიმო განწყობა გვქონდა და სწორედ ბატონმა გოჩა ბაკურაძემ გადასცა საჩუქრად ჩვენს ბავშვებს სახელმძღვანელო, რომელიც საოცარი რესურსია პედაგოგებისთვის, ჩვენს პატარებს კი სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს.

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ბაკურაძეს, მერიას და რა თქმა უნდა, მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი თავდადებისთვის - როგორც „ეტალონის“ პროექტებისა და „პირველკალსელთა აკადემიის“ ავტორი, ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ჩვენი მოსწავლეების განათლებას და განვითარებას“.

თბილი სიტყვები არ დაიშურა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დარწმუნებული „პირველკლასელთა აკადემიას“, მშობლებთან ერთად, აუცილებლად გამოიყენებენ ბავშვები, სამომავლო წარმატებების მისაღწევად:

„ხონი ყოველთვის იყო განათლების კერა და დღესაც თავს არ ვზოგავთ, რათა ამ მიმართულებით სულ უფრო წინ წავიდეთ... ადგილობრივ 280 პირველკლასელს გადაეცა საჩუქრად პირველკლასელთა აკადემია და ეს ღონისძიება გახლდათ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ დგას კერძო და სამთავრობო სექტორი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის - განათლების სადარაჯოზე.

„პირველკლასელთა აკადემია“ პროგრესული სახელმძღვანელოა, რომელსაც ბავშვები და მშობლები ერთობლივად გამოიყენებენ წარმატებების მისაღწევად. მადლობა, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი ღირებული წიგნის შექმნისთვის“

დასასრულს კი ბატონი გოჩა ბაკურაძის ეროვნული და საამაყო იდეაც გაჟღერდა - „პირველკლასელთა აკადემიის“ მფლობელ პატარა ხონელ მოსწავლეებს მან განათლებისა და ცოდნის მიღების არაჩვეულებრივი მოტივაციაც შეუქმნა - გოჩა ბაკურაძის ინიციატივით, ის მზად არის თითოეული იმ მოსწავლის სწავლის ღირებულება დააფინანსოს, ვინც სკოლის დასრულების შემდგომ ცოდნის გასაღრმავებლად უცხოეთში გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას... მხოლოდ ერთი მამულიშვილური პირობით - სამშობლოში დაბრუნებისა და მიღებული ცოდნის ქვეყნის განვითარებისათვის რეალიზების სანაცვლოდ. 

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება