„მრავალი გახარებული და ბედნიერი მოსწავლე აღზრდილიყოს ჩვენი სკოლის კედლებში“- საბუეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
23-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გამართულ მიღებაზე სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. სასკოლო საზოგადოებამ კი სწავლია დაწყება ერთმანეთს მიულოცა.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
„ეს დღე ყოველთვის ბედნიერია ყველა ჩვენგანისათვის. ხალისიანი და ლამაზი იყო პირველკლასელთა მიღების ცერემონიალი და წარჩინებული მოსწავლეების სიგელებით დაჯილდოვება. ყოველი დღე ისეთი ნაყოფიერი და ფერადი ყოფილიყოს, როგორც პირველი, მრავალი გახარებული და ბედნიერი მოსწავლე აღზრდილიყოს ჩვენი სკოლის კედლებში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.