მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა ჟრიამულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. გამონაკლისი არც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა ყოფილა.
სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო მიღება მოუწყეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობაზე და მათ სწავლის პირველი დღე ზეიმად უქციეს. პედაგოგებმა ყველაზე პატარებს სადღესასწაულოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ, ცოდნის დაწყების დღეს, ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის წარმატების, ბედნიერებისა და ნაყოფიერების წელი“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ