სიახლეები
სკოლები

გორისციხეს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
23-09-2022
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„დავბრუნდით სკოლაში! მოუთმენლად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას. ნამდვილად საუკეთესო გვყავხართ თითოეული გოგო-ბიჭი. 
ახალი სასწავლო წელი, ახალი მომავლის შენების დროა! ერთად დავიწყებთ სიკეთის, მეგობრობის, პასუხისმგებლობის გრძნობების გაღვივებას, ცოდნის შეგროვებას და ყველაზე ბედნიერი ვიქნებით, თუ უკვე ჩვენგან წასულები დამოუკიდებლობის ყოველ დღეს, ყოველი სწორად გაკეთებული არჩევანისას საკუთარი სკოლის მიმართ მადლიერებას იგრძნობთ! 
ყველას, განსაკუთრებით პირველკლასელებს: ლილეს, ანდრიას, გიორგის გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!  ფერად, ხალისიან და ნაყოფიერ თავგადასავალს გისურვებთ თქვენს მეორე ოჯახში. 
გვიყვარხართ და გვეიმედებით, ბავშვებო“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იზეიმეთ მცირე გამარჯვებები და წაახალისეთ შეუპოვრობა 

მათ სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ

 მთავარი სიახლეების ჩამონათვალს, რომლითაც სკოლები მიმდინარე სასწავლო წელს იხელმძღვანელებენ

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში



საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს

პედაგოგებმა ისაუბრეს  ახალი სასწავლო წლის გეგმებზე, მიზნებსა და მომავალ საქმიანობაზე 

ამ ინფორმაციას სკოლა დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს



კონფერენციაზე მასწავლებლებმა სკოლისა და სწავლა-სწავლებისთვის აქტულური თემები წარადგინეს








საინტერესო

იზეიმეთ მცირე გამარჯვებები და წაახალისეთ შეუპოვრობა 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

სიახლეები
საზოგადოება