მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზეიმით დაიწყო.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც დილის 9 საათზე დაიწყო. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გერასიმე კიკალიშვილმა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან სწავლის დაწყება ყველას მიულოცა, შემდეგ კი ჯანმრთელობა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. განსაკუთრებული სიყვარულით პირველკლასელებს მიმართა.
გარდა ამისა, მან განათლების სისტემაში მიღწეულ საკითხებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს გაწეული რეფორმებისათვის.
გერასიმე კიკალიშვილმა მოსწავლეებს სკოლის ახალი ექიმი და ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი გააცნო. ის სკოლამ გამოცხადებული ვაკანსიის შედეგად აიყვანა. ამის შემდგ კი მოსწავლეებს გვანცა ცანავას, ქეთი სიგუას და რიმა კიტეიშვილს „ეტალონის“ სიგელები, ხოლო მარიამ ზარქუას „ეტალონის“ ოქროს სიგელი გადასცა.
მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ წაიკითხეს მოსწავლეებმა ლექსები და სხვადასხვა ნომერი წარადგინეს.
პირველკლასელებს სწავლის დაწყება სოფლის დეპუტატმა პაატა პირტახიამ მიულოცა და მცირედი საჩუქარი გადასცა. მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოებიც საზეიმოდ დაურიგეს.
თეონა ქურდიანმა მოსწავლეებს სკოლის ჰიმნი გააცნო, რომლის ავტორი ახალბედა პოეტი მარიკა ქიქავაა. შემდეგ პირველკლასელებმა საქართველოს ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს და პირველი ზარიც დარეკეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია