მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის VIბ კლასში თემაზე - „გენდერული თანასწორობა სკოლაში“ კლასის საათი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი თამარ გრიგოლია ხელმძღვანელობდა.
საგაკვეთილო პროცესი იყო საინტერესო და მრავალფეროვანი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბავშვებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს წინასწარ მოძიებული ინფორმაცია და ჩანახატები.
„აღნიშნული აქტივობით, შევეხმიანეთ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობის ცენტრის - CCIIR მხარდაჭერით დაწყებულ პროექტს: „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობისთვის”.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვუყურეთ რამდენიმე ანიმაციურ ფილმს, მსგავსი თემატიკით,ჩამოვათვალეთ, დავაჯგუფეთ და ვიმსჯელეთ გენდერულ როლებსა და გენდერულ სტერეოტიპებზე. დისკუსიის შედეგად, რომელიც წარიმართა მოსწავლეებს შორის, შემიძლია ვთქვა რომ, გენდერული სტერეოტიპები ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად არაზუსტი შეხედულებებია დამკვიდრებული მოზარდ თაობაში, ქალისა და მამაკაცის უნარებზე, შესაძლებლობებზე ,თვისებებსა თუ სოციალურ ქცევაზე. გენდერსა და სქესს შორის განსხვავების თვალსაჩინოების საილუსტრაციოდ, შევქმენით სქემა, რომელიც შევავსეთ, მათ მიერ დასახელებული შესაბამისი მაგალითებით… საბოლოოდ შევთანხმდით, რომ გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობას“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია