სიახლეები
სიახლეები

სტუდენტები 1000-ლარიან მატერიალურ წახალისებას მიიღებენ
04-10-2022
-
+


ფოთის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სოციალურად დაუცველი სტუდენტების მატერიალური წახალისება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის მატერიალურ წახალისებას, სწავლის დაფინანსების მიზნით, კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს საბიუჯეტო წლის განმავლობაში – 1000 ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) აკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;

დ)  ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ე)  ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;

ვ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;

ზ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).

სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური (პროგრამით გათვალისწინებული თანხის ოდენობით) აკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის შესახებ გაცემული ცნობის შესაბამისად. სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტით, თანხა დაირიცხება შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშის ნომერზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება