მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა (ჭადრაკის საგაკვეთილო საათების რაოდენობის გარეშე) ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“.
აღნიშნული ბრძანება, რომელსაც ხელს მინისტრი ჩხენკელი აწერს, ძალაშია და ეხება 2022 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ