კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლე, წარმატებული „იზრუნელი“ თათია წოწკოლაური izrune.ge-მ დააჯილდოვა.
izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის თათიას სკოლაში გაეგზავნა სპეციალური დიპლომი, დასტურად საქართველოს რეგიონების შეცნობისა. ბეჯით მოსწავლეს წარმატების დიპლომი სკოლის მზრუნველმა დირექტორმა ლალი გელხაურმა და დამრიგებელმა ეკატერინე შუკაკიძემ გადასცეს.
„მე ვარ თათია წოწკოლაური, კასპის რაიონის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე, დიდი მადლობა გოჩა ტყეშელაშვილსა და ჩემს მენეჯერს მონიკა სულამანიძეს ასეთი საინტერესო და მზრუნველი პროექტისათვის. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ და მზრუნველ დამრიგებელს ეკა შუკაკიძეს, დიდი მადლობა ჩემი სკოლის საამაყო დირექტორს ლალი გელხაურს, ისინი დიდ მოტივაციას გვაძლევენ ბავშვებს, რომ ცხოვრებაში სულ წინ და წინ ვიაროთ და მივაღწიოთ წარმატებას, მოვუწოდებ ჩემს კლასელებს და თანატოლებს ჩაერთონ izrune.ge-ს დიდ ოჯახში“,- გვწერს მოსწავლე.
izrune.ge ულოცავს თათიას მიღწეულ წარმატებას
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.