სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონმა“ საგანმანათლებლო სფეროს ბევრი სიახლე და წარმატება შესძინა“-დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის „ეტალონი მოსწავლეები“ ცნობილია
27-09-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენისა და ბაღდათის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

  • „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ირაკლი საბიაშვილი;
  • „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - მატნის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე გიგა ჭიჭიაშვილი; 
  • „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - არლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თამარი ტატალაშვილი;
  • „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ბაღდათის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თათა ჩუბინიძე. 
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელები, „ეტალონი მოსწავლეები“, დირექტორები და პედაგოგები უზიარებენ.

ირაკლი საბიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდი ამხელა ქულებს თუ ავიღებდი, მაგრამ ჩემი თავის მაინც მჯეროდა. დიდი პატივია, რომ ჩემი მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან I ადგილზე გავედი. ნამდვილად მახარებს ჩემი მიღწევა. თანატოლებს მოვუწოდებ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთონ და მისი საშუალებით სწრაფად ფიქრს გაიუმჯობესებენ.

ეთერ ოთარაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ირაკლის ამ წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან მიზანდასახული, მობილიზებული და მოტივირებული მოსწავლეა. მისი პატარა ასაკიდან გამომდინარე, ცოტა ვღელავდით თუმცა, მისი წარმატების მოლოდინი გვქონდა იმდენად საუკეთესო მოსწავლეა. ჩვენი მოსწავლის ეს მიღწევა სკოლის და თითოეული პედაგოგის წარმატებაა. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეშვეობით ბავშვები სწავლობენ სწრაფ, კრიტიკულ აზროვნებას და რაც მთავარია საკუთარი თავის რწმენა უვითარდებათ. „ეტალონი“ ბავშვებს უდიდეს მოტივაციას და გამოცდილებას აძლევს.

ირინე თეთვაძე, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული და სიხარულით ვთანამშრომლობთ. ირაკლიმ 91 ქულით ძალიან გაგვახარა. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაციაა, რაც ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს. მისი საშუალებით ბავშვები ხვდებიან ასეთ შედეგზე გასასვლელად სწავლა აუცილებელია.



მანანა ნადიბაიძე, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

„ეტალონი“ წლების გამოცდილი პროექტია და მასთან უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. ბავშვები ყოველთვის დაინტერესებულები არიან და ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვაწვდით ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესახებ ინფორმაციას. პროექტში უკვე მშობლებიც, მთლიანად ოჯახები არიან ჩართულები. ეს არის ცოდნის შემოწმების საუკეთესო საშუალება. მშობლებმა „ეტალონის“ საშუალებით იციან, რომ მათ შვილებს არამხოლოდ კონკრეტულ საგანში, არამედ ზოგადი ცოდნა და ინტელექტი აქვთ. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ სწორედ მოსწავლეთა ინტელექტს ამოწმებს, რაც მშობლებისთვის და სკოლისთვის დიდი დახმარებაა. აქედან გამომდინარე ჩვენი საგანმანათლებლო რესურსცენტრი „ეტალონის“ დიდი მხარდამჭერია. 

გიგა ჭიჭიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველად ვმონაწილეობდი და აქედან გამომდინარე, ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო. წარმატებას სკოლაში მიღებული ცოდნით მივაღწიე. ჩემთვის ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს, პირველ რიგში ამაყი ვარ, რომ ამდენი შევძელი და აქამდე მოვედი. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტითაც, რომ ჩემი წარმატებით სხვებიც გავახარე.

ლეილა ბათურაშვილი, მატნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

გიგას წარმატების შემდეგ ჩვენს სკოლაში დიდი ზეიმი და მილოცვებია. „ეტალონში“ გამარჯვება სკოლისთვის და უპირველეს ყოვლისა პედაგოგებისთვის, იმ შრომისა და ღვაწლის დაფასებაა, რომელსაც ყოველდღიურად ვეწევით. შედეგით დავინახეთ, რომ ბავშვი სწავლობს რაც ნიშნავს, რომ პედაგოგებს უმუშავიათ. ამდენად, გიგამ ის დიდი შრომა, რაც პედაგოგების მხრიდან იყო ჩადებული დაგვიფასა და „ახმეტის ეტალონ მოსწავლედ“ მოგვევლინა. ბავშვებისთვის ისიც დიდი მოტივაციაა, რომ პირველ ეტაპზე სიგელები მიიღეს. თითოეული მათგანი უსაზღვროდ გახარებული და გაბრწყინებულია. 

მარიამ ბაღაშვილი, მატნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

გიგა ძალიან ჭკვიანი და მოტივირებული ბავშვია, აქედან გამომდინარე პედაგოგებს მისი წარმატების იმედი ყოველთვის ჰქონდათ. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვება პირველ რიგში მოსწავლის მომავლისთვის არის კარგი, შემდეგ კი სკოლისთვის, რადგან თითოეული ბავშვის წარმატება სკოლის წარმატებაა. 



ინგა ბოჭორიშვილი, ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

პირველ რიგში მსურს, „ადიგენის ეტალონ მოსწავლეს“, თამარ ტატალაშვილს მივულოცო და სწავლა-განათლებაში მეტი წარმატება ვუსურვო. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბავშვების ინტერესი და ჩართულობა ძალიან დიდია. პირადად მე მას მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ ეროვნული პროექტია და მუდამ სიახლეებზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აუცილებლად უნდა ჩაერთონ, რადგან მოკლე დროში სწრაფ აზროვნებას, მეტი ინფორმაციის მოძიებას ისწავლიან და მათთვის ეს დიდი მოტივაციის მიმცემი იქნება. 

თამარ ტატალაშვილი, არლის საჯარო სკოლ​ის მოსწავლე:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ეს წარმატება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ადიგენის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, მით უფრო პროექტში პირველად ვმონაწილეობდი. ჩემთვის ეს წარმატება ნიშნავს, რომ მეტი წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომაა საჭირო. ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ პედაგოგებს იმედები არ გავუცრუო. ჩემმა თანატოლებმა პროექტში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ, რადგან თითოეულ ბავშვს საკუთარი შრომით წარმატების მიღწევა შეგვიძლია. 

ეთერი კაჭკაჭაშვილი, არლის საჯარო სკოლის პედაგოგი:

თამარის ამ წარმატებას ველოდი, რადგან იგი ძალიან სამაგალითო მოსწავლეა. სიმართლე გითხრათ, რაც ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენს მუნიციპალიტეტში ტარდება, მას შემდეგ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის საპრიზო ადგილებს იკავებენ. ჩვენი მოსწავლეების ეს წარმატება ბევრ რამეს ნიშნავს. თამარის გამარჯვება სხვა მოსწავლეებისთვის სამაგალითოა. უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ ისწავლონ. პროექტში მსგავსი წარმატება ვფიქრობ პირველ რიგში, სკოლის სახელია.



ნინო მშვილდაძე, ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

ბაღდათის საგანმანათლებლო რესურცენტრი ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და პროექტის დიდი გულშემატკივრები ვართ. „ეტალონმა“ წლების მანძილზე არაერთი ნიჭიერი ბავშვი წარმოაჩინა. მათთვის პროექტში მონაწილეობა დიდი მოტივაცია იყო, რათა წარმატებული მომავალი დაეგეგმათ. ვფიქრობ, ეს პროექტი მხარდაჭერას ყოველთვის იმსახურებს. „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ თათა ნამდვილად გამორჩეული ბავშვია და მინდა ასეთივე წარმატებული მომავალი ჰქონდეს. მისმა დამსახურებულმა გამარჯვებამ ყველა ძალიან გაგვახარა.

თათა ჩუბინიძე, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველად ვმონაწილეობდი და ჩემთვის ეს წარმატება ძალიან სასიხარულოა. ამავდროულად, ამაყი ვარ რომ ჩემი კუთხის, „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის არამხოლოდ უდიდესი გამოცდილება, არამედ საჭირო სიახლეებისა თუ ინფორმაციის მიღების წყაროა. 

ლალი აბჟანდაძე, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

განვლილი წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ თათა ჩვენი სკოლიდან მესამეა, რომელიც „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. მისი წარმატების მოლოდინი მქონდა, რადგან არაფორმალური განათლების კუთხით აქტიური გოგონაა და შესანიშნავი აკადემიური მოსწრება აქვს. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ ჩვენს სკოლას მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს. ჩვენთვის პროექტში ეს წარმატება საამაყოსთან ერთად საპასუხიმგებლოც არის. განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყო ისიც არის, რომ მეორე ადგილის მფლობელიც ჩვენი მოსწავლე გახლავთ. სკოლის მთავარი საზომი ხომ მოსწავლეთა წარმატებაა?! ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეობა საკუთარი თავის გამოსაცდელად საუკეთესო საშუალებაა. თუნდაც ის, რომ „ეტალონი“ არსებობის ამდენ წელს ითვლის იმის მაუწყებელია, რომ პროექტმა გაამართლა. „ეტალონმა“ საგანმანათლებლო სფეროს ბევრი სიახლე და წარმატება შესძინა. მე, როგორც მისი გულშემატკივარი ყოველთვის პროექტის მხარდამჭერი ვიქნები. 

ელზა გიორგაძე, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი მოსწავლეები და მათ შორის, თათა საკუთარი აქტიურობითა და წარმატებით ყოველთვის გამორჩეულები არიან. პროექტში ეს დიდი წარმატება ჩვენი სკოლისთვის კიდევ ერთი გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს წარმატება ნიშნავს, რომ ყოველთვის ვიყოთ აქტიურები და მოწოდების სიმაღლეზე.





ასევე იხილეთ:

2022 წლის დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ

„ეტალონი“ ნამდვილი ქართული პროექტია“- I ეტაპი დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის სკოლების მოსწავლეთათვის ჩატარდა

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - დედოფლისწყარო, ახმეტა, ადიგენი, ბაღდათი

დედოფლისწყაროს, ახმეტის, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება