მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში პროექტის - „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ პარტნიორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული მოდელის განვითარების სამოქმედო გეგმა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დანერგვა დაგეგმილია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, რომლის ფარგლებშიც მხარდამჭერი სისტემის მაკოორდინირებელი მმართველი ერთეული და მის დაქვემდებარებაში მყოფი ოპერაციული რგოლი ჩამოყალიბდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ლიდერობის და კონსულტირების განვითარების ტრენინგ-პროგრამები, რომელსაც 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) ექსპერტები ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის სპეციალისტებისა და მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის ჩაატარებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ