მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები აღარ გადავლენ იზოლაციაში, თუმცა 10 დღის განმავლობაში მათ პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოთ:
„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური