მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრება უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემიით“ დაიწყეს.
წიგნი, რომლის მთავარი მიზანი ბავშვისთვის სკოლის და სწავლის შეყვარებაა, პატარებს ცოდნის სამყაროში შეუძღვა და სასკოლო პროგრამის ათვისებაში ეხმარება.
ხონელი პირველკლასელები სასკოლო მზაობის წიგნი-რვეულით საზეიმოდ დასაჩუქრდნენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურის ცენტრში პირველკლასელთათვის ღონისძიება გაიმართა, სადაც „ეტალონის“ ავტორისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, გოჩა ტყეშელაშვილის მიერ შედგენილი წიგნები „პირველკლასელთა აკადემია“ 283 ბავშვს გადაეცა.
პატარებისთვის საჩუქრების შესყიდვა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ უზრუნველყო.
აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“ უკვე მოიცვა მთელი საქართველო, ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია.
სახელმძღვანელო ბავშვებს პირველ კლასში წარმატებით სწავლისთვის იმ უნარებს შესძენს, რაც შემდგომი მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია