სიახლეები
სიახლეები

„თუ მასწავლებელს საქმე არ უყვარს, 14 დიპლომი რომც ჰქონდეს, ბავშვს თავს ვერ შეაყვარებს“ - დირექტორები სამაგალითო პედაგოგებზე საუბრობენ
28-09-2022
-
+


სასწავლო პროცესში უნბიშვნელოვანესია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთპატივისცემა. ბევრისთვის სწორედ პედაგოგია ის სამაგალითო პიროვნება, რომლის გამოცდილებასაც ყოველთვის იზიარებენ. თავის მხრივ, მასწავლებლები ცდილობენ, რომ მოსწავლეებს ცოდნა მაქსიმალურად გადასცენ, მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ და სამაგალითოები გახდნენ. 

საქართველოს სკოლების დირექტორებს ვკითხეთ, თუ როგორ უნდა იქცეს მასწავლებელი მოსწავლისთვის მისაბაძ მაგალითად. გთავაზობთ, მათ საინტერესო პასუხებსა და რჩევებს.

ნონა
ივანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ ყოვლისა, პედაგოგი ძალიან შრომისმოყვარე, საკუთარი საქმის ერთგული, თავდადებული უნდა იყოს. ამოსავალი წერტილი ბავშვების სიყვარულია, ასევე კომუნიკაბელურობა...  ესაა მთავარი. თუ მასწავლებელს თავისი საქმე არ უყვარს, 14 დიპლომიც რომ ჰქონდეს, ვერც ბავშვს შეაყვარებს თავს, ვერც სწავლის სიყვარულს ჩაუნერგავს და მისაბაძ მაგალითობაზე საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია.  

შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე პედაგოგს რენტგენში ატარებს, ერთი შეხედვისთანვე ყველაფერს გრძნობს - ეს იქნება ზოგადი დამოკიდებულება, სიყვარული თუ მეგობრობა. მასწავლებლები მოსწავლეებს გაგებით უნდა მოეკიდონ და მათ განვითარებაზე განუწყვეტლივ იზრუნონ.

მაია მაძღარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თბილი და დადებითი ურთიერთობა უნდა იყოს; პედაგოგი ყოველთვის უჭერდეს მხარს მოსწავლეებს, ამოძრავებდეს მათი მოსმენისა და დახმარების სურვილი... მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მას, მასწავლებლის სახით, ძლიერი დასაყრდენი ჰყავს. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს ნდობა, პატივისცემა და პედაგოგის მიბაძვის სურვილი გაუჩნდება. 

პირადად მეც, ანალოგიურად დამემართა, მყავდა ისტორიის არაჩვეულებრივი მასწავლებელი კარლო კვერნაძე, რომელმაც ეს პროფესია, საგანი შემაყვარა და ჩემს ცხოვრებაზეც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. იგი მშობლების მერე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია, რომლის საუბარი და დამოკიდებულებაც ჩემს ცხოვრებაზე დადებითად აისახა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მაგალითი მისგან ამეღო და დღესაც მისი სწავლის ტექნიკითა და დამოკიდებულებებით ვხელმძღვანელობ.  

ზაზა მუმლაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლისთვის მასწავლებელი მისაბაძ მაგალითად ცოდნით, ინტელექტით და შესაბამისი უნარ-ჩვევებით უნდა იქცეს. ის მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო კლასგარეშე აქტივობაში უნდა რთავდეს. ასეთ შემთხვევაში პედაგოგი დიდ პატივსცემას დაიმსახურებს. აუცილებელია, რომ ის მოსწავლეებთან კომუნიკაბელური, მეგობრული და გამგები იყოს.

ეკატერინე ჯინჯოლია, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი მოსწავლეებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. მთავარია, რომ ის პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით სავსე და ლიდერი იყოს. მან საქმისადმი თავისი დამოკიდებულებით მაგალითი უნდა აჩვენოს, თუ როგორია პიროვნება და მოქალაქე. პედაგოგმა მოსწავლე სრულფასოვან ადამიანად უნდა ჩამოაყალიბოს. პირველ რიგში, ეს არის ფასეულობებისა და ღირებულებების ჩანერგვა. შემდეგ კი აკადემიური ცოდნის გაცემა.

ზოგადად, მოსწავლე მასწავლებლისგან მაგალითს იმის მიხედვით იღებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პედაგოგს კოლეგების, თანამშრომლების, სხვა მოსწავლეებისა და საზოგადოებისადმი. მასწავლებელი მოსწავლეთა შინაგან სამყაროს კარგად უნდა იცნობდეს, სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომები უნდა გამოიყენოს.

ვფიქრობ, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ძალიან ღია და გულწრფელი უნდა იყოს. ამისთვის კი აუცილებელია საგაკვეთილო პროცესს მიღმა კავშირიც, პედაგოგი სხვადასხვა პროექტში უნდა იყოს ჩართული. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მას მოსწავლეების გვერდით დგომა და მხარდაჭერა შეეძლოს. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას, როგორც პიროვნებას, აფასებენ.

მურადი ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი ყოველთვის თბილი უნდა იყოს, მან მოსწავლეს თავი უნდა გაუტოლოს. მნიშვნელოვანია, არ აგრძნობინოს, რომ მას მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს. მან მოსწავლე უნდა გაათამამოს, თავისუფლება უნდა მისცეს, რათა მოსწავლემ იაზროვნოს და საკუთარი აზრი ღიად დააფიქსიროს. მათ ერთად უნდა იაზროვნონ და იმოქმედონ. მთავარია, მოსწავლე დაძაბული არ იყოს. მათ მასწავლებელი პატივს უნდა სცემდეს,  ამას ისინი ძალიან აფასებენ და უკუკავშირიც შესაბამისია.

არამ ვარდანიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის დირექტორი:

იმისთვის, რომ მასწავლებელი მოსავლისთვის მისაბაძი იყოს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ საგანს კარგად ფლობდეს - იცოდეს, რასაც ასწავლის. პედაგოგი საგაკვეთილო პროცესში ახალ მეთოდებს უნდა იყენებდეს, ასე მას მოსწავლეები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ და კარგად მოუსმენენ. მასწავლებელი მათ აზრს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეების საჭიროებები და ინტერესები იცოდეს.

ელგუჯა ცუცქირიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

იმისთვის, რომ პედაგოგი მოსწავლეებისთვის მისაბაძი გახდეს, ჩემი აზრით, აუცილებელია, მასწავლებელმა თითოეული მათგანი საჭიროება იცოდეს. სასწავლო პროცესი კი სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ააგოს.

პედაგოგი საგანმანათლებლო წესებს თეორიულად კარგად უნდა ფლობდეს და ისინი პრაქტიკულადაც განახორციელოს. საგანმანათლებლო ხუთი პრინციპიდან პირველია - პედაგოგმა გაკვეთილზე ცოდნა მოსწავლის წინარე ცოდნაზე დაყრდნობით უნდა ააგოს. მეორე - მან ცოდნის ორგანიზება უნდა შეძლოს. შემდეგ - ამ ყველაფრის ურთიერთდაკავშირება შეძლოს. სასწავლო მასალა, რომელსაც ის მოსწავლეს გადასცემს, ცოდნის სამივე კატეგორია - დეკლატარიული, პროცედურული და პირობისეული, უნდა გაიაროს. მასწავლებელი სწავლა-სწავლების სტრატეგიას კარგად უნდა ფლობდეს. ამ 5 პრინციპით მოქმედება მასწავლებელს მოსწავლის თვალში ზრდის. ის ხდება მისაბაძი მაგალითი, ფასილიტატორი და ცოდნის ლაბირინთებში ჭეშმარიტი გზის გამკვლევი ხდება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება