სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
28-09-2022
-
+


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის ამ მტკივნეულ მოვლენას სპეციალური კედლის გაზეთები და ნახატები მიუძღვნეს. ბავშვებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე, მოსწავლეები სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობას დაესწრნენ.

„27 სექტემბერი მძიმე და ემოციური დღეა საქართველოსათვის. აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით იგრძნობოდა ამ დღისადმი მოწიწება.

დღე, სახელმწიფო დროშის დაშვებითა და სპეციალურად ამ დღისათვის მიძღვნილი აქტივობებით დაიწყო. დაწყებითი  საფეხურის მოსწავლეები გააზრებულად მიუდგნენ დაგეგმილ ღონისძიებებს. შექმნეს კედლის გაზეთები და ნახატები.

ნახატებზე საოცნებო, ჯერ უნახავი, მაგრამ საყვარელი აფხაზეთი გამოსახეს. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კი აფხაზეთის ა/რ კულტურისა და განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც იმერსიული შუქჩრდილებით სანუკვარი კუთხე იხილეს. იმედი იმისა, რომ აფხაზეთი ახლა უფრო ახლოა ვიდრე ოდესმე იყო - უფრო დიდია... დაე, გაუმართლდეთ მოლოდინი“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

ოლიპიადის შედგების გასაჩივრება დაიწყო -  აპელაციის ვადები და ინსტრუქცია 

თოვლი, ქარბუქი, ნისლი... ამინდი უარესდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება