მედანის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ
28-09-2022
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ განახლდა.
სკოლაში აღმარეთეს დროშა და მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. გარდა ამისა, უდიდესი სიხარულით მიიღეს ერთადერთი პირველკლასელი, მას კომპიუტერები და წიგნები გადაეცა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წელი სკოლის კურსდამთავრებულთათვის წარმატებული იყო. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. მათმა ნაწილმა სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვა.
წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:
ნინო მიქავა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 70% გრანტი;
ნანა კვარაცხელია -.შოთა მესხიას ზუგდიდის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
მარიამ ქანთარია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 70% გრანტი;
ნინო ჭეჟია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 50% გრანტი;
გიგი ცუცქირიძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU);
ანდრეს აკობია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ).
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის ადწყებას ყველას - მოსწავლეებს,მშობლებს,პედაგოგებს.გისურვებთ,რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელს, გვანცა მიქავას, რომელმაც პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღო, რათა სრულყოფილი ცოდნა მიიღოს. ამ ცოდნით კი როცა დაფრთიანდება, ჩვენს ქვეყანას ემსახუროს და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიოს სამშობლოს.
სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ჩვენი სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
გილოცავთ ყველას ამ ახალ ცხოვრებაში საკმაოდ სერიოზული გზის დაწყებას. ამაყად გევლოთ თქვენს მიერ არჩეულ გზაზე, ჩვენ მუდამ თქვენი გულშემატკივრები ვიქნებით. მტკიცედ გვჯერა, ბედნიერი და გაბრწყინებული საქართველოს საამაყო შვილები იქნებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.