მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტები - სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში. განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის განმარტავს, თუ რა როლი აქვს სავალდებულო პროექტს.
პროექტის შერჩევა ხდება მოსწავლესთან შეთანხმებით. პროექტი შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად; პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი. პროექტზე სამუშაოდ გამოყოფილია კვირაში 1 საათი. თუმცა, სკოლა/მასწავლებელი მოსწავლესთან/მოსწავლეებთან შეთანხმებით ადგენს პროექტზე მუშაობის გრაფიკს, სწავლების ფორმატს (მას შეიძლება არ ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული 45 წუთიანი გაკვეთილის სახე), ის შეიძლება წარიმართოს კლუბური მუშაობის მსგავსად, იმ დოზით და იმ ფორმატით, რასაც მოსწავლის/კლასის საჭიროება მოითხოვს; პროექტების განხორციელება სამ საგანში - ხელოვნება, მუსიკა, სამოქალაქო განათლება - სავალდებულოა, თუმცა, ხელოვნებასა და მუსიკასთან მიმართებით სკოლას/კლასს აქვს არჩევანის შესაძლებლობა:
სამოქალაქო განათლებაში შეიძლება ოთხი ტიპის პროექტი განხორციელდეს: ინფორმირება, ადვოკატირება, ქველმოქმედება, ინფრასტრქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.
ხელოვნებასა და მუსიკაში პროექტები შეიძლება ემსახურებოდეს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, იყოს სამეწარმეო ტიპის პროექტი ან კვლევა (მაგ. საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია, საქართველოს რომელიმე მხარის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა, ეთნო-ტურიზმი და ტრადიციული მუსიკა, პერფორმანსი, ტექნიკური პროგრესის, სამეცნიერო მიღწევების გავლენა ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროზე/მუსიკაზე, არატრადიციული მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა).
დეტალურად პროექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულ ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლების
პროექტების სტანდარტებში (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა). მასწავლებლებს პროექტების განხორციელებისას დაეხმარებათ მასწავლებლის სახელმძღვანელოები, სადაც მოცემულია საპროექტო ნიმუშები.
დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ