სიახლეები
სკოლები

თბილისის N16, N120, N118 და N59 საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად გამართულ, ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ
29-09-2022
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფეხბურთში ტურნირი - „გახსოვდეს აფხაზეთი“ გაიმართა. 

ის აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

მასში თბილისის N16, N45, N59, N118, N120 საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ტურნირის ფინალში ერთმანეთს N59 და N118 საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ, დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 N59 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. 

პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მედლებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ გუნდს კი თასი გადაეცა.
მოთამეშეები თბილისის N16 საჯარო სკოლის დირექტორმა მზია სულამანიძემ და თბილისის N59 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ლელეშვილიმა დააჯილდოვეს.

„სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველეზე ტკივილიანი თარიღია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება