მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭათ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 6 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან ორი - ნატალი ბაშარული და მადონა მოძმანაშვილი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და „კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.
კასპის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 28 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტო:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია