მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტიდან სტუდენტების და პერსონალის ევაკუაცია მიმდინაროებს, შენობას ტოვებენ ასევე ცხინვალის მე-3 სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები.
იქ მყოფმა ადამიანებმა შენობის დაცლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დე ფაქტო "კაგებემ" ანონიმური წყაროსგან მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის დანაღმვის შესახებ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.
„ხუთშაბათს 10.41 საათზე (მოსკოვის დრო) მივიღეთ შეტყობინება, რომ შესაძლოა, დანაღმული იყოს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა - ზარი კაგებეში-ში შევიდა ანონიმური წყაროსგან. სამინისტროს თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით და შესაბამისი აღჭურვილობით სასწრაფოდ გაემგზავრნენ ადგილზე. ადგილზეა საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე აცამაზ ბესთაუთიც“, - განუცხადეს ცხინვალელ ჟურნალისტებს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამართალდამცავებმა დაიწყეს ასევე ცხინვალის მე-3 სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია. სკოლა მდებარეობს უნივერსიტეტის შენობის სიახლოვეს. ოსური მედიის ცნობით, სამართალდამცავებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოხდეს ცხინვალის ყველა სკოლის ევაკუაცია და შენობები ასაფეთქებელ ნივთიერებებზე შემოწმდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ