სიახლეები
სკოლები

„კვლავაც გავაგრძელებთ გარემოზე ზრუნვას“ - ხეოთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა დასუფთავების აქცია გამართა
29-09-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს პედაგოგები დირექციის ხელმძღვანელობით დიდ ყურადღებას უთმობენ. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობებს ხშირად ატარებენ.

​ამჯერად, ეკოკლუბი „ალბატროსი“ დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ აქციას ტრადიციულად შეუერთდა. აქტივობაში სკოლის 5 მოსწავლე და 3 პედაგოგი მონაწილეობდა.

აქცია 18 სექტემბერს გაიმართა, რომლის ფარგლებში დასუფთავდა სკოლისა და სოფლის მიმდებარე ტერიტორიები. მონაწილეებმა 5 ტომარა ნარჩენები - ძირითადად პლასტმასის ბოთლები შეაგროვეს.

„აღსანიშნავია, რომ ამ წელს ბევრად ნაკლებად დაბინძურებული გარემო დაგვხვდა, რაც ვთვლით ჩვენს მიერ განხორციელებული რიგი ღონისძიებებით არის განპირობებული. წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან, სანიტარიის, სისუფთავის და ჯანსაღი გარემოს საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. კვლავაც გავაგრძელებთ გარემოზე ზრუნვას, დედამიწა ჩვენი სახლია!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი მიდგომით შექმნეს ორთქლმავალი

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება