მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ლუკა რუსიას, დავით გაბუნიას, მარიამ გვაზავას, ლუკა მაღნარაძეს, ლილე ტოტოჩიასა და დიმა კუციას „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 28 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავარი სიახლეების ჩამონათვალს, რომლითაც სკოლები მიმდინარე სასწავლო წელს იხელმძღვანელებენ
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში
საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს
ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად?
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები