როგორ მივხვდეთ შეეგუა თუ არა სკოლას პირველკლასელი - რა ნიშნები არ უნდა გამოგრჩეთ
10-10-2022
დაკოპირებულია
-
+
სკოლასთან პირველკლასელის ადაპტაცია სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, თუ რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მისთვის სკოლა და სწავლა.
როგორია სკოლასთან წარმატებული და წარუმატებელი ადაპტაციის ნიშნები და რა უნდა გაითვალისწინონ ხპროცესისი წარმატებისთვის მშობელბმა. აღნიშნულ თემებზე ფსიქოლოგი რუსუდან სამხარაძე საუბრობს.
სკოლასთანწარმატებულიადაპტაციისნიშნები:
ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
სიხარულით მიდის სკოლაში
მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.);
არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს მშობელმა დაუთმოს შვილს, დრო და ყურადღება, იყვნენ მხარდამჭერი და გაუწიონ დახმარება სირთულეების დაძლევაში.
მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;
აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში დავეხმაროთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების და შესაძლებლობების;
ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. ეცადეთ, მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგან პატარა მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას.
ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო ან ვერ გააკეთა; წაახალისეთ ბავშვი დადებითი კომენტარებით, შექებით.