სიახლეები
სიახლეები

როგორ ვასწავლოთ წერა მარტივად დაწყებითი კლასის მოსწავლეებს? - სახალისო აქტივობები
16-11-2022
-
+


დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის წერის სწავლება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. პირველკლასელებისთვის ანბანის შესწავლა საინტერესო და სახალისოცაა, თუმცა მათთვის ასოების რვეულში თანაბრად გადატანა მარტივი ნამდვილად არ არის. 

გამართულად წერა მხოლოდ პირველკლასელებისთვის არ წარმოადგენს სირთულეს, ტექსტის სწორად აგება და რვეულში ასოების შესაბამის ხაზებზე გადატანა სხვა კლასის მოსწავლეებსაც უჭირთ.

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს წერა ისე, რომ ეს პროცესი სახალისოც იყოს და შედეგიანიც? როგორ შევაყვაროთ წერის პროცესი ბავშვებს? 

პირველ რიგში, საჭიროა წახალისება და დაინტერესება. თითოეული ასო-ბგერის შესწავლას უნდა დაეთმოს საკმარისი დრო. ბავშვი ნელ-ნელა და საფუძვლიანად უნდა ეუფლებოდეს ანბანს, სცნობდეს ყველა ასოს და შეეძლოს მათი ჩაწერა.

წერის სწავლისთვის პირველი ნაბიჯი შესაბამის რვეულში მარტივი მოხაზულობების გადატანაა, შემდეგ მოსწავლემ ასოების გამოწერა უნდა შეძლოს, ანბანის სრულად შესწავლის შემდეგ კი - მარტივი ტექსტების წერა. 

როგორ მივცეთ მოსწავლეს წერის მოტივაცია?

მოტივაცია ორნაირი არსებობს - ერთია გარეგანი, თუ ბავშვს წერითი ნამუშევრის სანაცვლოდ რამეს დაპირდებით და მეორე, უფრო ეფექტური შინაგანი მოტივაციაა, როდესაც მოსწავლე იაზრებს რომ წერით საკუთარი ემოციების, ფიქრების გადმოცემას შეძლებს, მაგალითად: დამოუკიდებლად მიწერს წერილს საყვარელ ადამიანს, ეცოდინება საკუთარი და სხვისი სახელების დაწერა და ა.შ.

წერის წახალისებისთვის, მაშინ, როდესაც ანბანი უკვე შესწავლილია, პედაგოგს შეუძლია, მოსწავლეებს შესთავაზოს შემდეგი:

„ერთი კითხვა მასწავლებელს“ - ამ დროს პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა დაურიგოს ფერადი ფურცლები და უთხრას, დაწერონ ერთი კითხვა, რომლის პასუხიც აინტერესებთ. კითხვის დასმა შეიძლება არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ მეგობრის მისამართითაც, მთავარია, მოსწავლეს მცირე ტექსტის წერის სურვილი გაუჩნდეს.

„მიწერე წერილი მეგობარს“ - ეს მეთოდი სახალისოა, რადგან ბავშვებს ერთმანეთისთვის წერილის მიწერა ძალიან უხარიათ.

„რომელი ზღაპარი გიყვარს ყველაზე მეტად? რა ჰქვია შენს საყვარელ გმირს?“ - ბავშვებს საყვარელ ზღაპრებსა და გმირებზე საუბარი ძალიან უყვართ, მათთვის ამ თემაზე წერაც სახალისოა.

მსგავსი ტიპის დავალება შეიძლება იყოს ბევრნაირი, მაგალითად: „აღწერე, როგორი ამინდი მოგწონს“, „რომელი ცხოველი გიყვარს? დაახასიათე, როგორია ის“ და ა.შ. პედაგოგს შეუძლია, თავად მოიფიქროს და დაუსვას ბავშვებს ისეთი შეკითხვა, რომელზე პასუხიც იქნება მოკლე და მარტივად დასაწერი.

წერითი დავალებების შესრულების შემდეგ აუცილებელია მასწავლებლის უკუკავშირი, პედაგოგმა უნდა მიუთითოს მოსწავლეს, როგორ დახვეწოს ნაწერი, როგორ გამოასწოროს შეცდომა, როგორ წეროს უკეთესად.

წერის სწავლების დროს როგორც მასწავლებელს, ასევე მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ეს პროცესი პატარებისთვის გარკვეული სტრესია, ისინი ღელავენ, ცდილობენ, გაიხსენონ ყველა ასო და არ შეეშალოთ ტექსტი, სწორედ ამიტომ, საჭიროა, ჰქონდეთ მშვიდი გარემო და არ ეშინოდეთ შეცდომის დაშვების.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება