სიახლეები
სიახლეები

მოსწავლემ აფხაზეთის დროშა ჩამოხია და გაკვეთილიდან გააძევეს - ბათუმის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა მშობელს საყვედური გამოუცხადა
30-09-2022
-
+


ბათუმის N7 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა - მოსწავლემ, სხვადასხვა სახელმწიფოს დროშების სტენდიდან, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა ჩამოხია, რის გამოც მას საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინეს და დირექტორმა, საყვედურის სათქმელად მშობელიც კი დაიბარა; მოგვიანებით მოსწავლეებმა სტენდის ფოტოსურათიც გაავრცელეს - ინფორმაცია ჯერ TV-25-მა, შემდეგ კი სხვადასხვა მედიასაშულებამ გაავრცელა. დეტალების დაზუსტება etaloni.ge-მ თავად ბათუმის N7 საჯარო სკოლის დირექტორთან, შორენა ქონიაძესთან სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

შემდეგ მოადგილეს, მარინა ხვედელიძეს დავუკავშირდით, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და ისიც გვითხრა, რომ თავადაც გაოგნებულები არიან:

„არც კი ვიცი რა ვთქვა... სტამბას დავუკვეთეთ დროშების სტენდი და როგორ აღმოჩნდა იქ აფხაზეთის დროშა, ვერაფერს ვიტყვი... რა როგორ მოხდა არ ვიცი, ძალიან განერვიულებული ვარ...“

მოადგილის პოზიცია გასაგებია, ჩვენი საქმე კი ფაქტის გაშუქებაა და არა დასკვნების საზოგადოებისთვის თავს მოხვევა, მაგრამ ამ ყველაფერში კვლავ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები.

ვთქვათ, სტამბამ თვითნებურად ჩასვა სტენდზე აფხაზეთის დროშა (ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა მიემართათ ასეთი თვითშემოქმედებისთვის), რატომ არ აღმოიფხვრა ეს საკითხი სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან და რატომ აღმოჩნდა ეს უმსგავსობა სკოლის კედელზე?

ან თუ ლაფსუსი ყველას ერთად გაეპარა და ბავშვმა აღმოაჩინა, რატომ გააძევეს იგი გაკვეთილებიდან და მით უფრო გაუგებარია, რატომ დაიბარეს მშობელი საყვედურის სათქმელად?

რატომ არ გადაუსვა სკოლის დირექტორმა ხელი თავზე მოსწავლეს და რატომ არ შეაქო „სტამბის“ შეცდომის აღმოჩენისთვის?

და კიდევ ერთი, მთავარი კითხვა - იქ, სადაც ანწუხელიძეს წამებით კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოს დროშას ფეხი არ დაადგა, ოკუპანტისა და თვითმარქვია რესპუბლიკის დროშების გამოფენას სკოლის კედელზე, რა შეიძლება ეწოდოს?!

აჭარის ა/რ რესპუბლიკის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განმარტება გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ დირექტორი დღევსე დატოვებს თანამდებობას:

„სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტალურად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს, ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა, მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას",


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
მათ, დამრიგებელ თამარ კაჭარავას ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას
 

მოსწავლეებმა თავიანთი იდეები და დამოკიდებულება პლაკატებზე გამოსახეს

ამ საინტერესო და სახალისო დღის სლოგანი იყო: გვიყვარდეს წიგნი, რომ გვერქვას წიგნიერი!

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება