ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე საინტერესო სემინარი ჩაატარა
30-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ჩიკვაშვილმა, SOLO Talks-ის ფარგლებში, საერთაშორისო ხარისხის განათლების შესახებ საინტერესო სემინარი ჩაატარა.
ის მსმენელებს საინტერესო პრეზენტაციით წარუდგა და საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ნინა ჩიკვაშვილმა საკითხზე ამომწურავად ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცა.
მისი პრეზენტაცია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო.
შეხვედრა ბათუმში გაიმართა. მისი მიმდინარეობისას დრო თანამედროვე საერთაშორისო ხარისხის განათლების, მისი მიღების შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბარს დაეთმო.
აღსანიშნავია, რომ ნინო ჩიკვაშვილი გახლავთ, განათლების მართვის დოქტორი, აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარე, საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების ექსპერტი, წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის პრეზიდენტი და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) სტიპენდიანტი.