„სკოლა ამაყობს თქვენით! კიდევ მეტი წარმატება ახალგაზრდებო!“ - მატნის N2 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ
30-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლამ არაერთი წარჩინებული და ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყანას. არც 2021-2022 სასწავლო წელი ყოფილა გამონაკლისი, რადგან ოქროს მედლის კანდიდატები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.
ოქროს მედლის კანდიდატები - თორნიკე შათირიშვილი, თათა არაბული და მარი გზირიშვილი კახეთის წარჩინებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ.
დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა, სადაც წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა და პარლამენტის დეპუტატებმა მიმართეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები წარჩინებული კურსდამთავრებულებით ამაყობენ და კვლავ უამრავ წარმატებას უსურვებენ.
„სკოლა ამაყობს თქვენით!კიდევ მეტი წარმატება ახალგაზრდებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.