მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თინეიჯერები გარდატეხის პერიოდში განსაკუთრებით ჩაცმულობით გამოირჩევიან. უმრავლესობა თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას, იმ ტანისამოსს, რომელშიც კომფორტულად გრძნობს თავს. ჩვენს საუკუნეში თინეიჯერების უმრავლესობამ თითქმის დასძლია ის კომპლექსი, რასაც ჰქვია: რას იტყვის ხალხი?! ქუჩაში ხშირად დაინახავთ სრულიად განსხვავებულად ჩაცმულ ახალგაზრდებს, რომელთაც საზოგადოების აზრი სრულიად არ აინტერესებთ, თუმცა უმრავლესობას მაინც კედით და ჯინსით მოძრაობა ურჩევნია. საინტერესოა რას შეცვლიდნენ გოგონები ბიჭების ჩაცმულობაში, ან პირიქით. ორივე მხარის მოსაზრებით დავასკვენი, რომ ხშირად არ მოსწონთ ერთმანეთის ჩაცმულობა, თუმცა ამის შესახებ ერთმანეთთან ხმამაღლა არ საუბრობენ.
გვანცა საბანაძე, 16 წლის:
–არ მიყვარს, როდესაც ბიჭებს „გალიფე“ შარვლები აცვიათ. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ თუ ბიჭს ტყავის ქურთუკი აცვია, „კარგ ვიდზეა“, აუცილელად მოვსპობდი ამ ტენდენციას.
პირადად მე, თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას – კედი, ჯინსი…
მარიამ ბიწაძე, 15 წლის:
–შარვლებს ქამრებს მივუმაგრებდი ან ცოტა უფრო „მოჭერილს“ ჩავაცმევდი. ვფიქრობ, რომ ასეთი ჩაცმულობის ადამიანებთან შენიშვნის მიცემის უფლება არ მაქვს, რადგან მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ და შესაბამისად, გემოვნებაც. ვისაც, როგორ უნდა ისე ჩაიცვას, თუნდაც ეს საზოგადოებისათვის მიუღებელი იყოს.
გიორგი კრიჭაშვილი, 14 წლის:
–ვერ ვიტან, „პანტერა“ ელასტიკები რომ აცვიათ ხოლმე და ტანზე მომდგარი შარვლები, მითუმეტეს, მათ, ვისაც კარგი აღნაგობა არ აქვს.
სალომე საბანაძე (ტანსაცმლის მხატვრული მოდელიორი):
-ბევრი “vintage“ სტილსს უბრუნდება. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხედავ, რაც ძალიან მომწონს. საზოგადოებაში და უფრო მოზარდებში ქრება თავისუფლად ჩაცმის კომპლექსები. იმას იცვამენ რაშიც თავისუფლად გრძნობენ თავს. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ მივედით იქამდე, რომ „ჩვენ“ რაც გვინდა, ის ჩავიცვათ. სამწუხაროდ ხშირად, სხვისი თვალის შიში გვაქვს…
ავტორი:იაკო ამირანაშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.