მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 7 მოსწავლე - სესილი წურწუმია (VIII კლასი), სულხანი შანავა (IX კლასი), ლაშა თოდუა (X კლასი), ანანო გვაჯავა (X კლასი), ლიზი ლატარია (VIII კლასი), გიგი მაისურაძე (VIII კლასი) და მზიკა ქირია (VIII კლასი) მონაწილეობდნენ. ყველა მათგანს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა. ამასთან, მათგან მეცხრეკლასელი სულხანი შანავა შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
კონკურსის პირველი ეტაპი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 28 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
აღსანიშნავია რომ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო