სიახლეები
სიახლეები

რომელ საგანზე რამდენი პირი მიიღებს გრანტს 60-კრედიტიან პროგრამაზე - ბრძანება ძალაშია
01-10-2022
-
+


„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რომელ საგანზე რამდენი პირი მიიღებს გრანტს 60-კრედიტიან პროგრამაზე.

უნივერსიტეტებში საგნების მიხედვით თუ რამდენი პირი დაფინანსდება იხილეთ ბმულზე

წესის საფუძველზე, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის განსაზღვრული ადგილების საერთო რაოდენობის ფარგლებში აუთვისებელი ადგილები გადაანაწილოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.“.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

  1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი :

„4. 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს“,- აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
მათ, დამრიგებელ თამარ კაჭარავას ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას
 

მოსწავლეებმა თავიანთი იდეები და დამოკიდებულება პლაკატებზე გამოსახეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება