სიახლეები
სიახლეები, სკოლები, პიროვნება

„იდეები და ღირებულებები“, „ვირჩევთ პროფესიას“ - განსხვავებულ არჩევით საგნებს კერძო სკოლა „თაობის“ მოსწავლეები უკვე სწავლობენ
04-10-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლებს საქართველოს განათლების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმით მრავალფეროვანი არჩევითი საგნები შესთავაზა. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო და თანამედროვე მიდგომების დასანერგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამავე დროს, შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს ესგ-ში გათვალისწინებული საგნებისგან განსხვავებული პროგრამები შესთავაზონ.

ბათუმის კერძო სკოლა „თაობა“ გახდა სწორედ ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც სკოლის მოსწავლეების საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ბავშვებს ორ განსხვავებული არჩევით საგანი - X კლასში - „იდეები და ღირებულებები“, XI კლასში - „ვირჩევთ პროფესიას“ ხოლო, მეთორმეტეკლასელებს ესგ-ს მიერ შეთავაზებულ საგანი - „კინოხელოვნება“ შესთავაზა. როგორც სკოლაში ამბობენ ეს პრეცენდენტი, ასახავს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპს, რაც გულისხმობს, თითოეული სკოლის ინდივიდუალობას და ისეთი სასკოლო კურიკულუმის შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებები, სკოლის პრიორიტეტები და ადგილობრივი სასკოლო თემის მოლოდინები.

ახალი არჩევითი საგნების შესახებ etaloni.ge-სთან  სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერმა, ირაკლი მიქელაძემ ისაუბრა, რომელიც პარალელურად საგანი - მოქალაქეობის მასწავლებელია:

- ორ ახალ, განსხვავებულ არჩევით საგანზე სკოლის მთელმა გუნდმა ერთობლივი ძალისხმევით იმუშავა; განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სკოლის იურისტს, თორნიკე ზაქარაძეს, რომელიც ასევე საგანი მოქალაქეობის მასწავლებელია. აღსანიშნავია სკოლის ფსიქოლოგის, ნინო დევაძის ჩართულობა და რაღა თქმა უნდა, სკოლის დირექტორის, ომარ მიქელაძის მხარდაჭერა.

ბავშვების ინტერესებზე მორგებულ პროგრამაზე პედაგოგებმა ყველა საჭირო რესურსი საკუთარი ძალებით შექმნეს და ახალი საგნების სწავლება სკოლაში უკვე დაიწყო. სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილებსაც ითვალისწინებს, რაც საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

- ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას სკოლაში მსჯელობა მიმდინარეობს, რა შეიძლება შევთავაზოთ ბავშვებს საინტერესო, ახალი და სახალისო. ამ საგნების სწავლის საჭიროება დავინახეთ, რადგან საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. მათთვის მთავარი გამოწვევა სწორედ მომავალი პროფესიის არჩევა იყო. ბავშვები ხშირად დგანან დილემის წინაშე, ზოგჯერ ამა თუ იმ პროფესიას მშობლების ხათრით ირჩევენ, ხან კი თავად არ იციან ზუსტად, რას დაუკავშირონ მომავალი ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ამ საგნების დამატების გადაწყვეტილება, რომლებიც უფრო ზუსტ წარმოდგენას შეუქმნიან ბავშვებს, საკუთარი მიდრეკილებების, შესაძლებლობებისა და მომავალში ასარჩევი გეზის შესახებ.

როგორც იცით, კერძო და საჯარო სკოლასაც შეუძლია ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეთავაზებული საგნებისგან განსხვავებული არჩევითი საგნები შესთავაზონ მოსწავლეებს, რომლებიც რა თქმა უნდა ესგ-ს მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს. განსხვავებით საჯაროებისგან ჩვენ, კერძო სკოლებს სამინისტროსთან შეთანხმების ვალდებულება არ გვაქვს, აღნიშნულ სიახლე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ვაცნობეთ და „Eschool“-ში ამ საგნების დამატება მოხდა.

- ბატონო ირაკლი, რა რესურსებით და მეთოდებით ისწავლიან ბავშვები ახალ არჩევით საგნებს?

- ესგ-ში რა არჩევითი საგნებიც არის ჩამოთვლილი ხშირ შემთხვევაში ე.წ. გრიფირებული სახელმძღვანელოები არ არსებობს. ამიტომ, თავად პედაგოგებს უწევთ მოიძიონ სხვადასხვა რესურსები და მათზე დაყრდნობით ააწყონ მასალა. შესაბამისად, ჩვენი სკოლის გუნდმა გავწერეთ პროგრამა, შევარჩიეთ მასალები, თემების სახით შევკარით და შერჩეული მასალებისგან აკინძული პროგრამა ბავშვებს მივაწოდეთ. პროგრამაში აბსოლუტურად ყველაფერია - დაწყებული საკითხავი, თეორიული მასალებით, დამთავრებული პრაქტიკული, თუ იმიტირებული აქტივობებით. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა კონსტრუქტივიზმის მეთოდზეა აგებული და ჩვენი პროგრამა სწორედ მას ითვალისწინებს. პროგრამა ყველა იმ აქტივობას მოიცავს, რომ ბავშვმა კეთებით უფრო კარგად აითვისოს და აღიქვას ახალი მასალა. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნე არსებობს თეორიული მასალაც, რადგან თუ საბაზისო ცოდნა არ გაგაჩნია, რთულია ახალი ცოდნა ააგო.

- ახალი არჩევითი საგნებისადმი მოსწავლეებში როგორი დამოკიდებულებაა, მოსწონთ  სიახლე? და ასევე ვინ ასწავლის ბავშვებს ამ საგნებს?

- ძალიან კმაყოფილები არიან და პირველივე დღიდან საგნებს დიდი ინტერესით მოეკიდნენ. ბავშვებს სხვა საგნებიც შევთავაზეთ, თუმცა საკუთარი არჩევანი ამ ორზე - „იდეები და ღირებულებები" და „ვირჩევთ პროფესიას" შეაჩერეს. ვფიქრობ, მათი საბოლოო არჩევანი სწორედ იმ საჭიროებებმა განაპირობა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ასევე მათთვის ეს შეთავაზება იყო განსხვავებული და საინტერესო სიახლეებით აღსავსე.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს საგნებს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ასწავლის, რადგან ორივე საკითხი სწორედ სამოქალაქოს პროგრამაშია გათვალისწინებული. თავად მასწავლებლებმაც ინტერესით იმუშავეს, რადგან მათთვისაც ასე ვთქვათ სიახლე და ერთგვარი პროფესიული გამოწვევა იყო.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

მონაწილეებმა წარადგინეს ქართული და სომხური ცეკვები, სიმღერები და ფლეშმობი

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება