მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N118 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებისთვის, პედაგოგმა ლონდა ლავრინენკომ შთამბეჭდავი გასვლითი ტური მოაწყო.
„თბილისობის“ დღესასწაულზე, მე-3ა კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: ლონდა ლავრინენკო) ეწვივნენ „გარდენია შევარდნაძეს“, მცენარეთა ზრდა-განვითარების, მოვლისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. მესამეკლასელებმა გარემოს, მწვანე საფარის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საინტერესო ლექცია მოისმინეს.
პატარებმა საკუთარი ხელით შეღებეს და გააფორმეს ქოთნები, ეზიარნენ დეკუპაჟის ხელოვნებას, ქოთნებში ჩაყარეს გაფხვიერებული მიწა და ჩარგეს კრასულა (ბარაქის ხე).
ლექციის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იზრუნონ მცენარეზე, უპასუხეს შეკითხვებს, შეჯამებისას აღწერეს ყველა ის აქტივობა, რომელიც განახორციელეს „გარდენიაში“.
პროექტის დაგეგმვაში, მხარდაჭერასა და განხორციელებაში აქტიური და ერთსულოვანი მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა მშობლებმაც.
შთაბეჭდილებებით სავსე ბავშვები შინ აღფრთოვანებულნი დაბრუნდნენ. მათ უკვე იციან, თუ როგორ დარგონ მცენარე, რა პირობები სჭირდება კრასულას გახარებისა და სიცოცხლისათვის, როგორ მოუარონ და იზრუნონ მასზე.
მოსწავლეთა დაინტერესება და აღფრთოვანება კარგად ჩანს „გარდენიაში“ გადაღებულ ულამაზეს ფოტოებზე.
ახლა უკვე, მოსწავლეები კლასში იზრუნებენ და დააკვირდებიან თუ როგორ გაიზრდება მათთან ერთად პატარა ნერგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო