„ედიშერ ჯანელიძის ცხოვრება მუდმივი წვა და დაუღალავი შრომაა“- ქუთაისის N38 სკოლის პედაგოგს კოლეგები პროფესიული მოღვაწეობის 45-ე წლისთავს ულოცავენ
05-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში არაერთი პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგია, რომლებიც ქვეყანას ღირსეულ თაობებს უზრდიან. ამაგდარ პედაგოგებს, შორის გამორჩეულია ედიშერ ჯანელიძე, რომელსაც პროფესიული მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა.
ედიშერ ჯანელიძის ცხოვრება მუდამ მოსწავლეების აღზრდა - განათლებას ემსახურება, რაც მისი კოლეგებისთვის მუდამ სამაგალითოა.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ღირსეულ მასწავლებელს ულოცავენ პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლის იუბილეს და მისალოც წერილს ავრცელებენ.
„რაც არ იწვის არ ანათებსო“ - პედაგოგ, ედიშერ ჯანელიძის ცხოვრება კი მუდმივი წვა და დაუღალავი შრომაა მოსწავლე - ახალგაზრდობისათვის გზის გასანათებლად.
უკვე რამდენიმე ათეული წელია ბატონი ედიშერი რუდუნებით ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას და აღსაზრდელებს არა მარტო ცოდნის ლამპარს უნთებს, არამედ ღირსების მაგალითს აძლევს. პედაგოგთა ოჯახში აღზრდილს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი თავისი მოვალეობა და უდიდესი პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.
ჩვენ, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები, სიყვარულით ვულოცავთ ბატონ ედიშერს პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. კვლავაც წარმატებით ეტარებინოს მასწავლებლობის რთული და ამავე დროს უაღრესად მადლიანი ტვირთი“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.