მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ელგა რამიშვილის ხელმძღვნელობით, სასწავლო ექსკურსიაზე კახეთში იმყოფებოდნენ.
მათ საქართველოს ეს ულამაზესი მხარე დიდი მონდომებითა და ხალისით დაათვალიერეს. მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ისტორიული ძეგლების მონახულება. მოსწავლეებმა მასწავლებელმა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და ცოდნა კიდევ უფრო გაუღრმავა.
ვიზიტი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ სკოლაში.
„წლის ამ დროს განსაკუთრებით ხმაურიანი და ლამზ ფერებში მორთულია საქართველოს ეს მრავალტანჯული, ისტორიული მხარე... ემოციებითა და საოცარი შთბეჭდილებებით დაბრუნდნენ ბავშვები მშობლიურ სკოლაში ...
დიდი აღფრთოვანება გამოიწვია დიდებული მეფის სასახლეში სტუმრობამ, სხვადასხვა ისტორიული კუთხე-ძეგლების მონახულებამ. განსაკუთრებთ ამაღელვებელი იყო წინანდალში, დიდი პოეტის სახლ-მუზეუმში ჩატარებული ინტერაქციული გამოკითხვა, რომელიც ელგა მასწავლებელმა წარმართა.
ემოციური ელფერი გასდევდა ბავშვების მიერ იქ წაკითხულ ლექსებსა და წერილებს,რომლებიც მე-19 საუკუნის დიდებული ადამიანების მიერ იყო შექმნილი...
იქ, სადაც ჭავჭავაძეები, გრიბოედოვი, ორბელიანები,ბარათაშვილები და მისთანანი სალონურ შეხვედრებს მართავდნენ ჩვენი მერცხლების მიერ წარმოთქმული ბგერები განსაკუთრებულ ჰაეროვნებას იძენდა !
ეს დღე არასოდეს წაიშლება მათი მეხსიერებიდან“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო