სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„დირექტორი მხოლოდ კარგი მენეჯერი კი არა, საგანმანათლებლო ლიდერიც უნდა იყოს“ - სკოლის ხელმძღვანელები ახალ სტანდარტს აფასებენ
05-10-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა, სადაც სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელთათვის საინტერესო სიახლეებია. ახალი სტანდარტი, სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას ეფუძნება; ასევე განისაზღვრა დირექტორის როლი და ფუნქციები.

etaloni.ge დაინტერესდა, საჯარო სკოლის დირექტორები, როგორ აფასებენ მათთვის განკუთვნილ ახალ სტანდარტს, ან რომელი სიახლე მიაჩნიათ საინტერესოდ? - ამ კითხვებით სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მივმართეთ:

ბადრი დავითაძე, ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ახალ სტანდარტში განსაკუთრებულ აქცენტს იმის თაობაზე გავაკეთებ, რომ ხელმძღვანელები უკვე ე.წ. სასწავლო პროცესში გადაერთნენ და მხოლოდ მენეჯერული თუ ტექნიკური სამუშაოების მწარმოებლები აღარ არიან. ეს სიახლე პირადად მე ძალიან მომწონს, რადგან საგანმანათლებლო სისტემაში გადავერთეთ უშუალოდ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესებში ყოველთვის გახლდით ჩართული და მხოლოდ მენეჯერულ საკითხებს კი არ ვაქცევდი ყურადღებას, არამედ სწავლა - სწავლებაში ვმონაწილეობდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახალ სტანდარტს დადებითად ვაფასებ და შემოთავაზებულ სიახლეებს მხარს ვუჭერ.

ნანი ჯიქია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ახალ სტანდარტს გავეცანი და ზოგად კონტექსტში ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, სიახლეები საჭირო იყო. ის ნიუანსები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს საინტერესო და მისაღებია. პირადად მე არაფერს დავამატებდი, ამ სტანდარტს მივიღებ.

ნინო ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ახალი სტანდარტი ძალიან კარგია, რადგან ბევრი რამაა გათვალისწინებული, რომლებიც ზუსტად ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარეა. სტანდარტი უამრავ საინტერესო სიახლეს, მათ შორის გაზიარებულ ლიდერობას ითვალისწინებს, რაც კარგ სიახლედ მიმაჩნია.

ნინო გოცაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვეთანხმები, რომ დირექტორი მხოლოდ კარგი მენეჯერი კი არა შესანიშნავი საგანმანათლებლო ლიდერიც უნდა იყოს, რომელიც მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციაზე იზრუნებს. იგი ყველასთვის მოტივატორი უნდა იყოს და სკოლის განვითარებისთვის იღწვოდეს. ეს ლიდერის თვისებაც არის და ამავდროულად, დირექტორის უპირველესი მოვალეობა. აი, სწორედ ეს ლიდერის კონცეფცია მომწონს დირექტორის ახალ სტანდარტში. ზოგადად, დირექტორებს ცოტა სამუშაო არ გვაქვს, ეს ახალი მიდგომებიც ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც ჩვენს თვითგანვითარებას ითვალისწინებს. ახალი სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისია. ჩვენ, დირექტორებს შრომის ნამდვილად არ გვეშინია. ახალ სტანდარტს პირადად მე მხარს ვუჭერ და ვეთანხმები.

ზაალ სხილაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ახალი სტანდარტი მეტ ჩართულობას და გაზიარებას ითვალისწინებს, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი სიახლეა. ძველ სტანდარტში აბსოლუტურად ყველაფერზე დირექტორი იყო პასუხისმგებელი და ეს გაზიარებითი პასუხისმგებლობა ნამდვილად ძალიან კარგი სიახლეა. ამ მიმართულებით პირადად მე დირექტორის ახალ სტანდარტს დადებითად ვაფასებ. 

ევგენი სურმანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე, დირექტორის ახალ სტანდარტს ვიწონებ და მხარს ვუჭერ. სიახლეებიდან ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, რომელიც უკეთესი ან ცუდი შეიძლება იყოს. ზოგადად, სიახლეები დამატებით სამუშაოს იწვევს, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი არაფერი არ იქნება, რომელსაც დირექტორი ვერ დაძლევს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა


თითოეულმა კლასმა დამრიგებელთან ერთად საახალწლოდ მორთო საკლასო ოთახი და მოამზადა ღონისძიება


მოსწავლეებმა ასევე საზოგადოებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა შიხაშვილის დაწერილი ლექსები გააცნეს


აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს



„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება