სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
05-10-2022
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს. 

მათ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს, რამაც მასწავლებლები ძალიან გაახარა. თითოეულ კლასში საზეიმო განწყობა იყო. 

სკოლაში ამ დღეს თითოეულ მასწავლებელს ულოცავენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.

„მოსწავლეების სიყვარულით ანთებული თვალები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ თითოეულ მათგანს ჩვენს გულში აქვს განსაკუთრებული ადგილი. ეს დღე კიდევ უფრო გაგვილამაზა ჩვენი კოლეგის დაბადების დღემ. ყველა კლასში იგრძნობა საზეიმო განწყობა. „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი".
ყველა ღირსეულ მასწავლებელს ვულოცავ ამ დღეს.. დაფასებულიყოს ჩვენი შრომა. ისეთი თაობები აგღვეზარდოს, რომ სამშობლოს ეამაყოს. მასწავლებლის ერთ სიტყვას სწორად ან პირიქით ნათქვამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში...
მასწავლებლობა მეტად საპასუხისმგებლოა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება